მიხეილ ყაველაშვილი: არ მსმენია კელი დეგნანი გამიჯვნოდა უკრაინელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩავრთულიყავით

მიხეილ ყაველაშვილი: არ მსმენია კელი დეგნანი გამიჯვნოდა უკრაინელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩავრთულიყავით

მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუ „იმედის კვირასთან“ საუბრისას შეაჯამა. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის თქმით, ელჩი არ გაემიჯნა უკრაინელი მაღალჩინოსნების მოწოდებებს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ.

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - სწორედ ეს შეიძლება ვიგულისხმოთ ქალბატონი დეგნანის პასუხში და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არ მსმენია ის გამიჯვნოდა მაგალითად უკრაინელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩავრთულიყავით და დაგვეწყო ცხინვალისა და სოხუმისკენ „გასეირნება“ და ამ ტერიტორიების დაბრუნება“, - აცხადებს ყაველაშვილი.

კელი დეგნანმა „იმედს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.