გიორგი ვაშაძე: შემიძლია ვთქვა, რომ ამ შენობის თავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - სამშაბათს, სამოქალაქო სექტორთან შეჯერებულ დოკუმენტს გამოვაქვეყნებთ

გიორგი ვაშაძე: შემიძლია ვთქვა, რომ ამ შენობის თავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - სამშაბათს, სამოქალაქო სექტორთან შეჯერებულ დოკუმენტს გამოვაქვეყნებთ

შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ამ შენობის თავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა; შევჯერდით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამშაბათს, გამოვაქვეყნებთ სამოქალაქო სექტორთან შეჯერებულ დოკუმენტს, რაც არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის და მესამე სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ, ყველა ვართ ერთ პოზიციაზე - რაც შეიძლება სწრაფად გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ოპოზიცია ძალიან ბევრ კომპრომისზე წავიდა სამოქალაქო სექტორთან, იმისთვის, რომ ის მინიმუმი პაკეტი დადებულიყო, რისი შესრულებაც დეკემბრამდე არის შესაძლებელი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციამ 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები და მომზადებული კანონპროექტები, არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.