შალვა პაპუაშვილი:  მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, უსაფრთხოების გარემო განსაკუთრებით არის სავსე რისკებით - ოპონენტების მხრიდან ამ საკითხის გაუბრალოებას ვხედავთ

შალვა პაპუაშვილი:  მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, უსაფრთხოების გარემო განსაკუთრებით არის სავსე რისკებით - ოპონენტების მხრიდან ამ საკითხის გაუბრალოებას ვხედავთ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, უსაფრთხოების გარემო განსაკუთრებით არის რისკებით სავსე.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტები ამ საკითხის გაუბრალოებას ცდილობენ.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების ერთობლივი განცხადებების შეფასებისგან თავი შეიკავა.

„ვერ შევაფასებ. ზოგადად, მას შემდეგ, რაც ჩვენმა კოლეგებმა დატოვეს პარტია, თავიდანვე ვამბობდი, რომ მათი განცხადებების კომენტირებას არ ვახდენ, ვინაიდან არ მინდა რაიმე დეტალებში და შინაარსობრივ განხილვებში შევიდე. რაც შეეხება უსაფრთხოების გარემოს, მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, უსაფრთხოების გარემო განსაკუთრებით არის სავსე რისკებით, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა. ჩვენი ოპონენტების მხრიდან პირიქით, ამ საკითხის გაუბრალოებას ვხედავთ. ბოლო პერიოდში ვხედავთ, თითქოს რისკები არის შემცირებული საქართველოს მიმართ, თუმცა, პირიქით, ქვეყანა, რომლის ნაწილი ოკუპირებული არის, თავისთავად მაღალი რისკის ქვეშ არის უსაფრთხოების კუთხით. ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აქვს ოკუპირებული, ამ მომენტში აგრესიულ ომს აწარმოებს, აქ რისკები ბევრჯერ არის გაზრდილი და ამ რისკების გარემოში ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ეს ძალიან სახიფათო პერიოდი, როგორც მსოფლიოსთვის, ისე რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის დაფიქრებულად გავიაროთ. ვხედავთ, რომ ამ გზაზე საქართველო წარმატებით დგას“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. ოთხეული მორიგ განცხადებას ავრცელებს. დეპუტატების თქმით, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გზავნილები უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებს ემთხვევა და „როდესაც ისინი საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს“.