ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, 12 პუნქტის შესრულებაზე საუბრისას, აცხადებს, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ქვეყნის შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა და საქართველომ იცის, რა უნდა გააკეთოს. ვარჰეის განცხადებით, ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მოდის.
„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომლის მიცემაც საქართველოსთვის შემიძლია, არის ის, რომ ყურადღება გაამახვილონ დასკვნაში ჩადებულ პრიორიტეტებზე, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება, დისკუსია სწრაფად გადავიყვანოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, საქართველო კანდიდატი სახელმწიფო გადეს. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ყველა ამ მიმართულებით იმუშავებს. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, შესაბამისად, მან იცის, რა უნდა გააკეთოს. მე ვერ ვეტყვი სახელმწიფოს, რა აკეთოს. ჩემი მტკიცე რჩევაა მთელი ქვეყნისთვის, რომ იმუშაონ ამისთვის, რადგან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გვეძლევა“, - აცხადებს ოლივერ ვარჰეი.