„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებაში ომისკენ მოწოდებას ვერ ხედავს.
„ეს განცხადება არანაირი ომისკენ მოწოდება არ არის. პრორუსული „ოცნება“ ყველაფერს გადათარგმნის ისე, როგორც თვითონ უნდა და არა ისე, როგორც რეალურადაა. ამიტომ, რომ ვიძინებთ და ვიღვიძებთ, ყოველ წამს, დეოკუპაციაზე უნდა ვფიქრობდეთ. ვწუხვარ, რომ ამ საკითხის შეხსენება გვჭირდება რადას დეპუტატისგან“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
რადას დეპუტატმა ფიოდორ ვენისლავსკიმ თქვა, რომ ქართველ ხალხს ახლა აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციის კუთხით.