ლევან ბეჟაშვილი: უკრაინელი დეპუტატის, ფიოდორ ვენისლავსკის განცხადება ომისკენ მოწოდებად ვერ განიხილება

ლევან ბეჟაშვილი: უკრაინელი დეპუტატის, ფიოდორ ვენისლავსკის განცხადება ომისკენ მოწოდებად ვერ განიხილება

„ნაცმოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა არც დიპლომატიური, არც სამხედრო ძლიერების, არც ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, რომ ქვეყანა მზად ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისათვის. ასე გამოეხმაურა ის უკრაინელი დეპუტატის, ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

„ეს არის რადას ერთი დეპუტატის მოსაზრება და ომისკენ მოწოდებად ვერ განიხილება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა არც დიპლომატიური, არც სამხედრო ძლიერების, არც ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, რომ ქვეყანა მზად ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისათვის“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

უკრაინის რადას დეპუტატის, ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებით, ქართველ ხალხს ახლა აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულოს ხელისუფლება გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციის კუთხით.