ანდრია გვიდიანი: მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებსაც ეზრდებათ ვალი, ჩვენ ვახერხებთ და საგარეო ვალს ვამცირებთ

ანდრია გვიდიანი: მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებსაც ეზრდებათ ვალი, ჩვენ ვახერხებთ და საგარეო ვალს ვამცირებთ

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რომ საგარეო ვალი 40%-მდე მცირდება. ეს არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებსაც ეზრდებათ ვალი, ჩვენ ვახერხებთ და საგარეო ვალს ვამცირებთ, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ანდრია გვიდიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები. არსებულ პროგნოზთან მიმართებით გაზრდილია როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ასევე ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები. რა თქმა უნდა ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები აისახება არაერთ მიმართულებაზე“, - განაცხადა ანდრია გვადინმა.

ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. ფინანსთა მინისტრის თქმით, პანდემიის შემდგომ საქართველოს ეკონომიკამ გასული წლის მეორე კვარტლიდან მნიშვნელოვანი აღდგენა დაიწყო და საბოლოოდ, 2021 წელს ორნიშნა 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

Aburjga Tasmanieli ახალგაზრდავ, როგორ შეიძლება ვალის შემცირება?! ამას აშშ იუკადრისებს! იყო ისტორიული ფაქტები, როცა ვალის გადახდას ხელისუფლებები და ქვეყნების სუვერენიტეტი შეეწირა, ხოლო ხემძღვანელებმა საკუთარი სიცოცხლით აგეს პასუხი! მაგალითად შემიძლია რუმინეთი მოვიყვანო. როცა ნიკოლაე ჩაუშესკუმ, რომელსაც ვალის გამო სასტიკი წნეხი ჰქონდა დასავლეთის საფინანსო სტრუქტურებიდან, გამოაცხადა ქამრების შემოჭერის და მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა და სწრაფი ტემპით, მგონი 5 წელიწადში რუმინეთმა გადაიხადა მთელი სახელმწიფო ვალი, აშშ-მ ეგრევე მოაწყო ე.წ. "სახალხო მღელვარება" საკუთარი ჩანერგილი აგენტურის მეშვეობით, ღრმად მოხუცი ნიკოლაე და მისი მეუღლე ელაენა, ბრბომ დაიჭირა და ადგილზე დახვრიტეს! შემიძლია კადაფის შესახებაც მოგითხროთ, მაგრამ ეს ამბავი აგერ ახლა მოხდა და თქვენც გემახსოვრებათ! რაც არ უნდა ვიფართხალოთ ამერიკის მონობა და შესაბამისად ეროვნული გადაგვარება არ აგვცდება! არავითარი შანსი არ გვაქვს! ერთი შანსი იყო რუსეთის გაძლიერება, მაგრამ როგორც ვხედავთ რუსეთის მდგომარეობა ჩვენზე უარესადაა!
2 წლის უკან