ლევან ბეჟაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ წარვადგენთ შესაბამის სახალხო დამცველის კანდიდატურას

ლევან ბეჟაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ წარვადგენთ შესაბამის სახალხო დამცველის კანდიდატურას

გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ წარვადგენთ შესაბამის სახალხო დამცველის კანდიდატურას და საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა კანდიდატურები შემოვა განსახილველად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მონაწილეობენ შერჩევის პროცედურაში, მათ შორის შემფასებელი ჯგუფის დასახელებაში.

„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პროცესს. აქ მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ წარიმართება ეს პროცესი. რეგლამენტის ცვლილებებთან დაკავშირებით, იცით რომ პირველი მოსმენით საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი დაუჭირა, მაგრამ შემდგომ პროცესები არ განვითარდა ისე, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებდა. აქაც, ამ შემთხვევაში ჩვენ ვმონაწილეობთ შერჩევის პროცედურაში, მათ შორის შემფასებელი ჯგუფის დასახელებაში. შემდგომ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ წარვადგენთ შესაბამის სახალხო დამცველის კანდიდატურას და საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა კანდიდატურები შემოვა განსახილველად“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, რეგლამენტში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტში კონსულტაციები დაიწყო. ერთადერთი, ოპოზიციური პარტია, ვინც შეხვედრას არ ესწრებოდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იყო.