გიორგი ვოლსკი: რადიკალურ ოპოზიციას ქაოსური და სექტანტური მოძრაობა აწყობს, აქედან გამომდინარე მიმდინარეობს შსს-ზე, ეკლესიასა და ჯარზე შეტევა

გიორგი ვოლსკი: რადიკალურ ოპოზიციას ქაოსური და სექტანტური მოძრაობა აწყობს, აქედან გამომდინარე მიმდინარეობს შსს-ზე, ეკლესიასა და ჯარზე შეტევა

რადიკალურ ოპოზიციას ქაოსური და სექტანტური მოძრაობა აწყობს, აქედან გამომდინარე მიმდინარეობს შსს-ზე, ეკლესიასა და ჯარზე შეტევა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ლელო“ ამბობდა, იმიტომ გააკეთეს ჩრდილოეთის მიმართულებით ტრასა და ინფრასტრუქტურა, რომ რუსეთის ტანკები შემოვიდნენ საქართველოში, მათ შორის 29 კილომეტრიანი გვირაბის გავლითო. ამ თემით ვერ გაქაჩეს. ახლა გომელაურთან დაკავშირებით ალაპარაკდნენ. პიროვნულ ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ და ეს არის მაღალი დონის პროფესიონალი, თავის ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტი ადამიანი. ტენდენციას დააკვირდით, განა შეტევის მისამართი მარტო, ვიღაც ეპისკოპოსია, რომელიც შეიძლება იმ გემოვნებას არ შეესაბამება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გააჩნდეს ან „ჯიპი“ ჰყავს ან რაიმე განცხადებას აკეთებს ისეთს. მაგრამ ამის გამოყენება ეკლესიასთან საბრძოლველად ხომ ფაქტია, ეს ხომ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. იგივეა შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათ [რადიკალურ ოპოზიციას] არ აწყობთ ადგილი, სადაც საზოგადოება ნახულობს რაღაც სულიერ საზრდოს, მათთვის ეს მისაღები არ არის. ასეთი ქაოსური და სექტანტური მოძრაობა აწყობთ. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს შსს-ზე, ეკლესიაზე, ჯარზე შეტევა, რაზეც სახელმწიფო დგას, ფუნდამენტი, უსაფრთხოებას იცავს ჩვენი პატარა ქვეყნის. ამ რთულ გამოწვევებში ყველაფერი გახდება შეტევის სამიზნე, მათ შორის გომელაური“, - აღნიშნა ვოლსკიმ.