პირველ რიგში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიტიური იძულება უნდა მოახდინოს, რომ ელემენტარულად, ევრორეკომენდაციას მაინც დაუჭირონ მხარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ინიციატივის, ეროვნული თანხმობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„მე-12 პუნქტის შესრულებას მე-2 და მე-3 მოსმენაზე არ დაუჭირეს მხარი და რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?! რაც არ უნდა თქვან, რაც არ უნდა მოიგონონ, რაც არ უნდა სიბინძურეები და ფეიკები მოიგონონ, პირველ რიგში ის მაინც უნდა უზრუნველყოს, რომ ფორმალურად მაინც დაუჭირონ მხარი ევრორეკომენდაციების შესრულებას. პრეზიდენტის ბოლოდროინდელი მოქმედებებიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ყველაფერს პრეზიდენტი არ ხედავს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში ტაძრის საგანძურის მცველებისა და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ეს ჩემი ახირება არ არის, საზოგადოების დაკვეთაა