გიორგი ვოლსკი: საგანგებო მნიშვნელობა აქვს გარეჯის საკითხს - ყველა მონაცემი გვიჩვენებს, რომ ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები გაიყიდა, სამაგიეროდ იმ პერიოდის ხელისუფლების ინტერესები დაცული იყო

გიორგი ვოლსკი: საგანგებო მნიშვნელობა აქვს გარეჯის საკითხს - ყველა მონაცემი გვიჩვენებს, რომ ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები გაიყიდა, სამაგიეროდ იმ პერიოდის ხელისუფლების ინტერესები დაცული იყო

საგანგებო მნიშვნელობა აქვს გარეჯის საკითხს, ყველა მონაცემი გვიჩვენებს, რომ გაიყიდა ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები და სამაგიეროდ იმ პერიოდის ხელისუფლების ინტერესები დაცული იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„სააკაშვილმა, მოწმენდილ ცაზე მეხივით დაგვცა, რომ მან გადაწყვიტა ეს 27 ოქტომბერს, რომ გარეჯის ტერიტორიის ერთი ნაწილი აზერბაიჯანს გადაუფორმა. - ეს თვითონ თქვა და ამაზე მეტი აღიარება და ჩვენება არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„იმედის კვირა“ გარეჯის საქმის ოქროს მოწმეს, მანანა აღიპიშვილს შეხვდა და ექსკლუზიური ინტერვუ ჩაწერა. სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მოჰყვა როგორ გაქრა რუკები, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან მას შემდეგ, რაც დაკარგული დოკუმენტების შესახებ შესაბამის უწყებას აცნობა და რომელი ტერიტორიის გასხვისება შესთავაზა ნატალია ილიჩოვამ.