მამუკა მდინარაძე: ფული, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან, მიემართება სახელმწიფოს, ხელისუფლების წინააღმდეგ

მამუკა მდინარაძე: ფული, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან, მიემართება სახელმწიფოს, ხელისუფლების წინააღმდეგ

ის ფული, რამდენიმე მილიონზე და რამდენიმე ათეულ მილიონზეა საუბარი, რომლითაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან, მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის კამპანიის დასაგეგმად და ა.შ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„საქართველოში არსებობს ყველაზე მდიდარი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც გაცილებით მეტი დაფინანსება აქვთ, ვიდრე პარტიების უდიდეს ნაწილს და ეს ყველაფერი საით არის მიმართული ვნახეთ. როდესაც „ნაცმოძრაობას“ და მათ ლობისტებს 2020 წლის "ფეიკი" არ გამოუვიდათ გაყალბების შესახებ, როდესაც შემდეგ თავიანთი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს კადრეს, ის რომ ქუჩაში გამოიყვანეს და ეს პროექტიც ჩავარდა. ბოლოს ეს მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების ის ყველაზე, ასევე, უფრო მდიდარი ნაწილი გამოვიდა ქუჩაში. ეს პროექტიც ჩავარდა და და საბოლოოდ, შეგვიძლია ფაქტებზე დაყრდნობით დავასკვნათ, რომ ის ფული, რამდენიმე მილიონზე და რამდენიმე ათეულ მილიონზეა საუბარი, რომლითაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან, მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის კამპანიის დასაგეგმად და ა.შ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ეს თანხები, რა მიზნობრიობით იხარჯება“, - განაცხადა მდინარაძემ.