რომან გოცირიძე დავით გარეჯის საქმეზე: ორ წელიწადზე მეტი გავიდა, ვინმე დაელაპარაკა აზერბაიჯანს?

რომან გოცირიძე დავით გარეჯის საქმეზე: ორ წელიწადზე მეტი გავიდა, ვინმე დაელაპარაკა აზერბაიჯანს?

უდანაშაულო მეცნიერები დაიჭირეს. ორ წელიწადზე მეტი გავიდა. ვინმე დაელაპარაკა აზერბაიჯანს?, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას.

„ვინ ჩააყენა აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარები გარეჯში, მანამდე ხომ თავისუფალი იყო მიმოსვლაც და ასევე სასულიერო პირებსაც არ ექმნებოდათ პრობლემა. „გარეჯი საქართველოა“ - ეს ლოზუნგი იყო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ჩადენილი ღალატი გარეჯის წინააღმდეგ“, - აცხადებს გოცირიძე.

„იმედის კვირა“ გარეჯის საქმის ოქროს მოწმეს, მანანა აღიპიშვილს შეხვდა და ექსკლუზიური ინტერვუ ჩაწერა. სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მოჰყვა როგორ გაქრა რუკები, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან მას შემდეგ, რაც დაკარგული დოკუმენტების შესახებ შესაბამის უწყებას აცნობა და რომელი ტერიტორიის გასხვისება შესთავაზა ნატალია ილიჩოვამ.