რას ამბობს გარეჯის საქმის ოქროს მოწმე - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

რას ამბობს გარეჯის საქმის ოქროს მოწმე - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

„იმედის კვირა“ გარეჯის საქმის ოქროს მოწმეს, მანანა აღიპიშვილს შეხვდა და ექსკლუზიური ინტერვუ ჩაწერა. სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მოჰყვა როგორ გაქრა რუკები, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან მას შემდეგ, რაც დაკარგული დოკუმენტების შესახებ შესაბამის უწყებას აცნობა და რომელი ტერიტორიის გასხვისება შესთავაზა ნატალია ილიჩოვამ.

„შემომთავაზა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ ერთ-ერთ მონაკვეთის გასხვისება. შოკირებული ვიყავი. მისთვის არაფერი მითქვამს. ერთადერთი ეს ვუთხარი: „ნატო, ჩათვალე, რომ მე შენი ეს საუბარი არ გამიგია და ძალიან გთხოვ დატოვო ოთახი“. რა თქმა უნდა, გავიდა ჩემი ოთახიდან. აქ ერთ ფაქტს განვმარტავ - ნატალიამ ვერ მოასწრო იმ დასახლებული პუნქტის სახელწოდების თქმა, იმიტომ რომ შეაწყვეტინე საუბარი. რომ მიმეცა საშუალება და ესაუბრა, რა თქმა უნდა, ამ სახელწოდებასაც გავიგებდი. მაგრამ გეოგრაფიული აღწერილობიდან გამომდინარე, ეს დასახლებული პუნქტი მდებარეობს თუშეთში, საქართველოს, დაღესტნისა და რუსეთის ახელმწიფო საზღვართან. ეს ფაქტი აბსოლუტურად არავისთვის მითქვამს, დავბლოკე ჩემი პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 20 წელი თაროზე მქონდე დადებული თაროზე და იყო საარქივო დოკუმენტი, რომელმაც დღის სინათლე იხილა სასამართლოზე“, - ამბობს აღიპიშვილი.

petrekupry ილიჩოვამ ნეტავ არ უთხრა - между нами девочками?.....,
2 წლის უკან