რა თქმა უნდა ვიოლა ფონ კრამონისგან ჩვენ მიჩვეული ვართ და ვიცით მისი პოზიცია და მასთან არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, ის მიიჩნევს, რომ უფრო მნიშვნელოვანია იმიჯი ვიდრე კანონი, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედი კვირას“ განუცხადა.
„გასაგებია რომ არ არის კარგი და გასაგები ამბავი, როდესაც ოპოზიციური არხის დირექტორი არის დაპატიმრებული და ეს იმიჯურად შესაძლოა ცუდი და საზიანო იყოს ქვეყნისთვის თუმცა ამ შემთხვევაში აქ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა არ არის იმიჯი, რომელიმე ევროპარლამენტარის ან რომელიმე მეგობრის თვალში, როგორ შეიძლება იყოს ეს აღქმული, არამედ მთავარი ამოცანაა კანონის აღსრულება“, - განაცხადა სამხარაძემ.