ვლადიმერ ბოჟაძე: ზამთარი, გაზაფხული და ზაფხულიც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაში გაატარეს, შემოდგომის სეზონიც მელიამ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით გახსნა. დღემდე ყველა დონის  არჩევნები პირწმინდად წააგეთ, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, არა!

ვლადიმერ ბოჟაძე: ზამთარი, გაზაფხული და ზაფხულიც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაში გაატარეს, შემოდგომის სეზონიც მელიამ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით გახსნა. დღემდე ყველა დონის  არჩევნები პირწმინდად წააგეთ, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, არა!

,,2020 წლის პარლამენტის არჩევნების მეორე დღესვე დაიწყეს საბოტაჟი, დესტრუქცია და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა და ამის დასამტკიცებლად ISFED-ის გაყალბებულ PVT-ს იშველიებდნენ,’’ - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას.

როგორც ბოჟაძე წერს, დღემდე ოპოზიციამ ყველა დონეზე  არჩევნები წააგო და მომავალშიც ბევრ არჩევნებს წააგებენ.

,,2020 წლის პარლამენტის არჩევნების მეორე დღესვე დაიწყეს საბოტაჟი, დესტრუქცია და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა და ამის დასამტკიცებლად ISFED-ის გაყალბებულ PVT-ს იშველიებდნენ. 7 თვე აჯანჯღარეს ქვეყანა და როცა ვერავინ, ვერც ქვეყნის გარეთ და ვერც შიგნით ვერ დაარწმუნეს არჩევნების გაყალბებაში, სიმაღლის მიხედვით დალაგდნენ პუფები და პარლამენტში შევიდნენ. თითქმის იგივე შედეგი დადგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, 64-ვე საკრებულოში გაპროტესტების გარეში კი შევიდნენ მაგრამ, რიგგარეშე არჩევნებზე მაინც ითხოვდნენ. ზამთარი, გაზაფხული და ზაფხულიც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაში გაატარეს, შემოდგომის სეზონიც ომისა და ღალატის პარტიის ვითომ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით გახსნა. 2012 წლიდან დღემდე ყველა დონის არჩევნები პირწმინდად წააგეთ და კიდევ ბევრს წააგებთ მომავალშიც მაგრამ, რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, არა!’’ - წერს ბოჟაძე.