ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი „დიდუბე 2022“ დასრულდა

ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი „დიდუბე 2022“ დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი „დიდუბე 2022“ ჩატარდა.

ტურნირი რვა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში  16-დან 75 წლამდე მოყვარული ჩოგბურთელები მონაწილეობდნენ.

თამაშები ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის კორტებზე ჩატარდა.

გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან თასები, მედლები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.