საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ვილნიუსში გამართულ "თავისუფალი რუსეთის კონგრესში“
მერაბიშვილმა ინფორმაცია ამის შესახებ "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ვილნიუსში იმართება "თავისუფალი რუსეთის კონგრესი," რომელშიც მონაწილეობს 40-ზე მეტი ქვეყნის წამომადგენელი და მიხარია რომ საქართველოც წარმოდგენილია "პუტინის მოწინააღდეგეთა" რიგებში”, - წერს მერაბიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მომხსენებლთა და სტუმართა შორის იყვნენ მიხაილ ხადარკოვსკი, ანდრიუს კუბილიუსი, ოლექსეი არესტოვიჩი, გარი კასპაროვი და სხვები.
ვანო მერაბიშვილმა კონგრესში მონაწილეობის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.