„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, „გაზპრომმა“ ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, „გაზპრომმა“ ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა

„ჩრდილოეთის ნაკადის" გაუმართაობის გამო, რუსულმა კომპანია „გაზპრომმა" ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. ამის შესახებ კომპანიაში განაცხადეს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ „პორტოვაიას" საკომპრესორო სადგურის Trent 60-ის აგრეგატზე ზეთის გაჟონვა დაფიქსირდა.

„ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენზე გაზის ტრანსპორტირება მთლიანად შეჩერებულია მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება შენიშვნები აღჭურვილობის მუშაობასთან დაკავშირებით", - აღნიშნეს კომპანიაში.

Aburjga Tasmanieli კარგია! აი ეგრე!
2 წლის უკან