ლევან ბეჟაშვილი - ვერანაირ ოთხეულს ვერ გაემიჯნება ირაკლი ღარიბაშვილი, რადგან ის დაკვეთებს იღებს ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნებისგან“
ოთხეული პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან და ისინი გააგრძელებენ ანტიდასავლურ კამპანიას - ივანიშვილს აქვს ამოცანა, საგარეო კურსით ევაჭროს პარტნიორებს მის პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ოთხეულზე ერთგვარი „პოზაა“, თუმცა ყველამ იცის, რომ ოთხეულის განცხადებები მთლიანად „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთი აღიარებაა უკვე საპრეზიდენტო დონეზე, რომ „ქართული ოცნება“ ახორციელებს ანტიდასავლურ კამპანიას და ვერანაირ ოთხეულს ვერ გაემიჯნება ბუნებრივია, პრემიერ- მინისტრი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ისინი დაკვეთებს იღებენ ბიძინა ივანიშვილისგან, პრემიერ- მინისტრისგან, „ქართული ოცნებისგან“ და ეს მათი მთლიანი ანტიდასავლური კამპანიის ერთი შემადგენელი ნაწილია. ისინი ჩართულნი არიან ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში.
ეს არის „ქართული ოცნების“ პოზა, რომ ერთგვარად გაემიჯნონ ოთხეულის განცხადებებს, თუმცა, კარგად ვიცით, რომ ეს ოთხეული პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან და ისინი გააგრძელებენ ანტიდასავლურ კამპანიას, რადგან ივანიშვილს აქვს ამოცანა საგარეო კურსით ევაჭროს პარტნიორებს მისი პირადი უსაფრთხოებისა და ფინანსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს ვაჭრობა გრძელდება და ეს ანტიდასავლური კამპანიაც ამის ნაწილია,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.