ნინო ფოჩხუა ღარიბაშვილის განცხადებაზე: იმას კი ვერ ხვდებიან, რაც არ უნდა პატრიოტული ლოზუნგებით შეფუთონ თავისი ქმედებები, როცა ხარ აგენტი, შენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებ

ნინო ფოჩხუა ღარიბაშვილის განცხადებაზე: იმას კი ვერ ხვდებიან, რაც არ უნდა პატრიოტული ლოზუნგებით შეფუთონ თავისი ქმედებები, როცა ხარ აგენტი, შენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებ

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება.

„კაცობრიობის ისტორიაში ყველა ქვეყანას ჰყავდა, ჰყავს და ყოველთვის ეყოლება აგენტები და გამყიდველები.

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იმუშავებს ჩემს სამშობლოში სხვა ქვეყნის სასარგებლოდ, აგენტი აგენტია. სამწუხაროდ, დღესაც მრავლად არიან სხვა ქვეყნების სამსახურში მდგომი ადამიანები, რომლებსაც აგენტი თუ უწოდე შეურაცხყოფად იღებენ, არა და ასეა. იმას კი ვერ ხვდებიან, რაც არ უნდა პატრიოტული ლოზუნგებით შეფუთონ თავისი ქმედებები, როცა ხარ აგენტი, შენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებ.“