ნიშანდობლივია, რომ ვენეციის კომისიას თავის დასკვნაში არცერთი გადაწყვეტილება არ მოუყვანია დასაყრდენად, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარეა, ამიტომ ეს ყველაფერი ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს არის ზოგადი შეფასება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვიჩნდება. ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ეს ვეტო უნდა დავძლიოთ, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც შეესაბამება იმ ევროპულ პრაქტიკას, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ვენეციის კომისიამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოსაზრება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ პროექტი ნაჩქარევად მიიღეს და დამატებით დამუშავება სჭირდება.