ლევან იოსელიანი: იმედი მაქვს, საკითხი, მომავალი არჩევნები საქართველოს უდიდეს ნაწილზე ელექტრონულად ჩატარდეს, გაზიარებული იქნება და დავინახე, რომ უმრავლესობაში რაღაც მზაობა აქვთ

ლევან იოსელიანი: იმედი მაქვს, საკითხი, მომავალი არჩევნები საქართველოს უდიდეს ნაწილზე ელექტრონულად ჩატარდეს, გაზიარებული იქნება და დავინახე, რომ უმრავლესობაში რაღაც მზაობა აქვთ

ჩვენ ვითხოვთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე წევრები ვერ ინიშნებოდნენ და ამასთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო და იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი გუნდი კომპრომისზე წამოვა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე წევრები ვერ ინიშნებოდნენ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამასთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით. ყოველ შემთხვევაში, ეს საკითხი განსახილველად რაღაც პერიოდით გადავდეთ და იმედს ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნება“ რაღაც კომპრომისზე მაინც წამოვა,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის გარკვეულ ნაწილზე, 2024 წლის არჩევნების ელექტრონულად ჩატარების საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნებას“ გარკვეული მზაობა აქვს.

„მე იმედი მაქვს რომ საკითხი, რომელსაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვაყენებთ, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს უდიდეს ნაწილზე ელექტრონულად ჩატარდეს, გაზიარებული იქნება და ამ მიმართულებით დავინახე, რომ მათ რაღაც მზაობა აქვთ. მე მიმაჩნია, რომ ეს სამომავლოდ საქართველოში არჩევნების ჩატარების სტანდარტს პრინციპულად შეცვლის“, - განაცხადა იოსელიანმა.