ამ ადამიანების დიდი უბედურება არის ისევ ის, რომ მათ არ აქვთ უნარი საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ. იმავეს იმეორებენ. უფრო მძიმე შედეგის წინაშე დგებიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
„რაც უფრო მეტად და ფართოდ გამოაშკარავდება მათი უნიათობა და უსამშობლობა, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.