საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და საზოგადოება მათ არ ენდობა.
მისი თქმით, ბოლო ორ წელიწადში ქუჩის აქციებზე ოპოზიციის არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი მსგავსი მოწოდება და განცხადება მოვისმინეთ ქუჩის აქციების თაობაზე, მაგრამ ვნახეთ, საზოგადოების მხრიდან როგორი მხარდაჭერილია ეს აქციები. მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, რადგან საზოგადოების მხრიდან მათი ნდობა ნულოვანია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.