თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაზე: ცოტა ძილქუში დავინახე და უკმაყოფილებაც გამოვთქვი - ვისაც ეწყინა ცივი, ყინულიანი წყალი მოუხდება

თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაზე: ცოტა ძილქუში დავინახე და უკმაყოფილებაც გამოვთქვი - ვისაც ეწყინა ცივი, ყინულიანი წყალი მოუხდება

თუ პარლამენტში ვართ, 12 პუნქტთან დაკავშირებით კიდეც უნდა ვისაუბროთ, თუ არ ვართ უნდა „გამოვეხვეტოთ“და ვიყოთ ქუჩაში, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ზურაბ ჯაფარიძის საბოტაჟი საერთოდ ვერ გავიგე, რადგან პარტიზანულ ომებს წინასწარ არ აანონსებენ. მე ცოტა ძილქუში დავინახე [ოპოზიციაზე] და უკმაყოფილებაც გამოვთქვი, ეწყინათ - ზაფხულია და ცივი, ყინულიანი წყალი მოუხდება ვისაც ეწყინა. ახლა წყენის დრო არ არის, ჩემი მიზანია 12 პუნქტი მივიღოთ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.