რაქვიაშვილი ISFED-ზე: არც მე მომეწონა, რომ PVT-ზე რაღაც პრობლემები იყო, მაგრამ ვერ მოვისმინე, რა დაშავდებოდა, ისინი რომ შეხვედრაზე ყოფილიყვნენ

რაქვიაშვილი ISFED-ზე: არც მე მომეწონა, რომ PVT-ზე რაღაც პრობლემები იყო, მაგრამ ვერ მოვისმინე, რა დაშავდებოდა, ისინი რომ შეხვედრაზე ყოფილიყვნენ

„გირჩის“ წევრის, დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მან დასვა კითხვა, რა დაშავდებოდა იმ შემთხვევაში, თუ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი შეხვედრას დაესწრებოდა, თუმცა ამაზე პასუხი ვერ მოისმინა.

„ეს კითხვაც დავსვი შეხვედრაზე და ვერ მოვისმინე პასუხი: რა დაშავდებოდა, რომ ისინი შეხვედრაზე ყოფილიყვნენ? გავიგე, რომ ასეთები და ისეთები არიან. არც მე მომეწონა, რომ PVT-ზე რაღაც პრობლემები იყო და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი რომ აქ იყვნენ, რა დაშავდებოდა, ვერ მოვისმინე. განსაკუთრებული სოლიდარობა, როგორც მივხვდი, არც იყო. საიამ გამოგზავნა თავისი რეკომენდაციები და თქვა რომ ფიზიკურად არ იმყოფებოდა - ესეც პრობლემაა, იმიტომ რომ არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ამ რეკომენდაციებს დაიცავს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს.

„ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის უფლება „სამართლიან არჩევნებს” არ მისცა. ორგანიზაციის სოლიდარობის ნიშნად სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა დროებით შეწყვიტა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც”.

Aburjga Tasmanieli რა დაშავდებოდა?! - რა ვიცი, რა ვიცი?! ისეთი პირი ჩანს მალე აშშ საქართველოს მოსთხოვს წმინდა სინოდის სხდომაზე ლქბტ+ქ წარმომადგენლების დასწრებას და კენჭისყრაში მათ მონაწილეობას!
2 წლის უკან
tundac თავს ნუ ვი...ვებთ, რისი პასუხი ვერ მოისმინე პატ. დეპუტატო? ISFED რომ არ არის პოლიტიკურად მიუკერძოებელი თუ ჩიტების ენაზე ვაგრძელებთ ბაასს?!
...ანდა კელი ბიცოლასგან ელოდებით ISFED-ს დაგმობა-დატუქსვას
2 წლის უკან