გია ცაგარეიშვილი: ახლა ამბობენ, თითქოს „კარუსელები“ და გაყალბებები იყო, არადა არცერთ დასკვნაში მსგავსი რამ არ ყოფილა

გია ცაგარეიშვილი: ახლა ამბობენ, თითქოს „კარუსელები“ და გაყალბებები იყო, არადა არცერთ დასკვნაში მსგავსი რამ არ ყოფილა

ახლა ამბობენ, რომ თითქოს „კარუსელები“ და გაყალბებები იყო, არადა არცერთ დასკვნაში მსგავსი რამ არ ყოფილა, შეგახსენებთ ბორელის განცხადებას, სადაც პირდაპირ საუბარი იყო, რომ 2020 წლის არჩევნები კონკურენტუნარიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის დღევანდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის გაუგებარ განაცხადს მოყვა საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა. შეიძლება ეს ვინმესთვის არაფერი იყოს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეს იყო საკმაოდ მძიმედ აღსაქმელი, მოსასმენი და გადასატანი. ახლა ამბობენ, რომ თითქოს იქ „კარუსელები“ და გაყალბებები იყო. არადა არცერთ დასკვნაში მსგავსი რამ არ ყოფილა. შეგახსენებთ ბორელის განცხადებას, სადაც პირდაპირ საუბარი იყო, რომ 2020 წლის არჩევნები კონკურენტუნარიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და ამ არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის, მის სადამკვირვებლო მისიებს არავითარი პრობლემა არ აქვთ. ამიტომ სჯობს, კოლეგების განცხადებები გადაიკითხონ, სანამდე ამგვარ პრეტენზიებს განაცხადებენ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა: იმის თქმა, რომ ISFED-მა ხმების დათვლის პროცესი მიზანმიმართულად გააყალბა, რეალობის დამახინჯებაა.