ირაკლი კობახიძე: ISFED-ს შევთავაზეთ, რომ განმიჯვნოდნენ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, რაზეც მათი პოზიცია იყო ხისტი - ასეთ პირობებში, არც მათი და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის

ირაკლი კობახიძე: ISFED-ს შევთავაზეთ, რომ განმიჯვნოდნენ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, რაზეც მათი პოზიცია იყო ხისტი - ასეთ პირობებში, არც მათი და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის

ულტიმატუმს აყენებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფების მუშაობაში და ა.შ. ISFED-ის, მიმართ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან რბილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციამ გააყალბა PVT-ის (ხმების პარალელურ დათვლა) და მიუხედავად იმისა, რომ ის გამოდიოდა პირდაპირ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნით, მათ შევთავაზეთ განმიჯვნოდნენ ამ მოთხოვნას და ასეთ შემთხვევაში მათ ექნებოდათ სამუშაო ჯგუფში ჩართვის შესაძლებლობა, თუმცა აქაც, მათი პოზიცია იყო ძალიან ხისტი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი მომავალშიც აპირებენ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ასეთ პირობებში, არც ISFED-ის და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის.

„ISFED - ის და სხვა რადიკალური "ენჯეოების" მონაწილეობა - არ მონაწილეობა პროცესს არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს. მიზეზი მარტივია. პროცესი, რა თქმა უნდა, ინკლუზიური იქნება. ამ სამ ყველაზე მდიდარ "ენჯეოს" არ აქვს რამე განსაკუთრებული თვისებები. ისინი არ გამოირჩევიან არც კომპეტენტურობით, არც კეთილსინდისიერებით. არის უამრავი ადამიანი, რომელიც განეკუთვნება სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის ეს არის პროფესიული საზოგადოება, ექსპერტები. მათთვის კარი ღია იქნება იმისთვის, რომ ჩაერთონ სამუშაო პროცესში, შესაბამისად, ძალიან ფართო ინკლუზიური პროცესი იქნება უზრუნველყოფილი და ამ სამი ყველაზე მდიდარი "ენჯეოს" არ მონაწილეობა აღნიშნულ პროცესს ვერავითარი ფორმით ვერ დააზიანებს“, - აცხადებს კობახიძე.