ვფიქრობ, ბუნებას არ უნდა შეეწინააღმდეგო - შემოდგომაზე ცხელი არ გამოდის, ცხელი შეიძლება ზაფხული გამოიყვანო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ მგონია, რომ მათი გეგმები არის რელევანტური ქვეყნის ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების მიმართ. ეს არის მათი გეგმები, რითიც არ მგონია, შორს წავიდნენ”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.