ლადო პაპავა Credit Suisse-ზე: ვფიქრობ, დაგვიანებულია ამ ცვლილებების გატარება, მაგრამ, როგორც იტყვიან, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“

ლადო პაპავა Credit Suisse-ზე: ვფიქრობ, დაგვიანებულია ამ ცვლილებების გატარება, მაგრამ, როგორც იტყვიან, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“

შვეიცარიული ბანკები, ყოველთვის გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სტაბილურობით და საიმედოობით, მაგრამ ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ იგივე Credit Suisse, ასეთი სტაბილურობით და სანდოობით აღარ გამოირჩევა, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„აქ არის არამარტო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საქმეები, სხვა საქმეებიცაა. ვფიქრობ, დაგვიანებულია ამ ცვლილებების გატარება, მაგრამ, როგორც იტყვიან, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - აცხადებს პაპავა.

Forbes.ge-ის ინფორმაციით, ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, იცვლება აღმასრულებელი დირექტორი, 1-ლი ოქტომბრიდან კი, ბანკს ახალი ფინანსური ოფიცერი ეყოლება. გარდა ამისა, იცვლება ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც.

„შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ კავშირშია უაღრესად იმედგაცრუებულ ფინანსურ შედეგებთან და საერთაშორისო სკანდალებისა თუ სასამართლო დავების ფონზე, Credit Suisse-ის რეპუტაციის შებღალვასთან“, - ვკითხულობთ Forbes.ge-ის სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბანკმა თავისი არსებობის ისტორიაში მილიარდობით ზარალი ნახა.

Credit Suisse-ი სწორედ ის ბანკია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივი დავა მოუგო.