ჭარხლის ფოთლის ფხალი

ჭარხლის ფოთლის ფხალი

ინგრედიენტები

1   კგ. ჭარხლის ფოთოლი

250   გრამი ნიგოზი

2   თავი ხახვი

2   კბილი ნიორი

1   კონა ოხრახუში

1   კონა ქინძი

1   ჩ/კ ქინძის თესლი

მარილი და შავი პილპილი

2   ს/კ წითელი ღვინის ძმარი

1/2  ჩ/კ უცხო სუნელი

ბროწეული

მომზადება

ჭარხლის ფოთოლი გაარჩიეთ და გარეცხეთ. მოათავსეთ ქვაბში და დაასხით ადუღებული წყალი, დააფარეთ და მოხარშეთ.

მოხარშული ფოთოლი კარგად გაწურეთ და წვრილად დაკეპეთ.

სანამ ჭარხლის ფოთოლი იხარშება, ნიგოზი, მარილი, პილპილი, ნიორი, ქინძის თესლი და უცხო სუნელი ერთად დანაყეთ. გადაიტანეთ თასში, დაუმატეთ ძმარი და ცოტაოდენი ჭარხლის ფოთლის ნახარში წყალი. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, კამა და კარგად აურიეთ.

მიღებული საკმაზი დაკეპილ ჭარხლის ფოთოლს დაუმატეთ და ხელით კარგად აურიეთ. გააფორმეთ სურვილისამებრ. გააკეთეთ პატარ–პატარა გუნდები და მორთეთ ბროწეულის მარცვლებით.