მიხეილ სარჯველაძე „ქართული ოცნებიდან

მიხეილ სარჯველაძე „ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების განცხადებაზე: ყველას აქვს უფლება, როგორც საკუთარი მოსაზრებები უკარნახებს, ისეთი შეფასებები გააკეთოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გადაჭარბებულია ეს შეფასება

ყველას აქვს უფლება, როგორც საკუთარი მოსაზრებები უკარნახებს, ისეთი შეფასებები გააკეთოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გადაჭარბებულია ეს შეფასება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატების განცხადებაში ასახულ მოსაზრებებს არ ეთანხმება, არ თვლის რომ ეს, საელჩოზე თავდასხმაა.

"მე ნამდვილად არ დამითვლია "უნდას", ან სხვა სიტყვის რაოდენობა მოსაზრებებში, რომელიც საელჩოს მიერ იქნა წარმოდგენილი და ასევე მინდა ვთქვა, რომ ვერ გავიზიარებ შეხედულებას, რომ ეს არის ინსტრუქციები და არა მოსაზრებები. მე ნამდვილად არ გამჩენია ასეთი შთაბეჭდილება და ასე ნამდვილად არ მიმიღია. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, არ მგონია, რომ ეს მოსაზრებები კრიტიკის რაიმე სერიოზულ მიზეზს იძლეოდეს. ყველას აქვს უფლება როგორც საკუთარი მოსაზრებები უკარნახებს ისეთი შეფასებები გააკეთოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გადაჭარბებულია ეს შეფასება. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, იქ არის საკითხები, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, დიდი ინტერესით გავეცანი ამ დოკუმენტს, არის რეკომენდაციები, რომელიც მეც ჭკუაში დამიჯდება, არის საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება მქონდეს განსხვავებული მოსაზრება. ამ განსხვავებული მოსაზრებების თაობაზეც, რა თქმა უნდა, გვექნება შესაძლებლობა, რომ დისკუსია წარიმართოს სამუშაო ჯგუფის ფორმატში.

მე მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები, ეს არამც და არამც არ არის თავდასხმა, იმიტომ, რომ რაც არ უნდა კრიტიკული იყოს შეხედულება, მოსაზრება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახეზეა თავდასხმა", - განაცხადა სარჯველაძემ.