კონკრეტული პირებისა და ორგანიზაციების დასაცავად გამოქვეყნებულ მორიგ კვლევას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერზე ეხმიანება:
"ჩვენ გვჯერა ღმერთის", - გულის მაგივრად, ფულზე დაწერილი რომ შეგრჩება; დახურდავებული ავტორიტეტის დასაცავად ISFED-ს ნაირ თაღლითებს, რომ დაიქირავებ და პარტნიორებად ფეიკ - "პრესას", "პოლიტიკოსებს" და "სამოქალაქო საზოგადოებას" აირჩევ, ღირებულებებზე ლაპარაკი, წყლის ნაყვაა“.
მხილების თავდასხმად და დისკრეტიდაციად, სიმართლის ხმამაღლა თქმა კი ანტიდასავლურ რიტორიკად შეფასების ტენდენცია აშკარაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ღიად ექომაგება საქართველოში ამერიკის ელჩსა და „ნაციონალურ მოძრაობას“. ხსენებული კვლევის ავტორები ღელავენ იმაზე რომ კონკრეტული პირები (გოგა ხაინდრავა, ამირან სალუქვაძე, ზაზა შათირიშვილი, ვატო შაქარაშვილი, გია გაჩეჩილაძე და სხვები), სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას სიმართლეს აწვდიან.