უსამშობლონი სწორედ "ნაცები" არიან, რომლებისთვისაც დაკარგული სოფლები მხოლოდ ქვების გროვაა, ბრძოლის ველზე მიტოვებული გმირი ჯარისკაცები და მათი ცხედრები არაფერს ნიშნავს, ათასობით ჩვენს თანამემამულეთა დატერორება, წამება და ღირსების აყრა უმნიშვნელო შეცდომაა - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა მელიას facebook სტატუსს.
მისი თქმით, 2008-ში, უგუნურობით შემოუძღვნენ რუს ოკუპანტებს საქართველოში და შემდეგ პასუხისმგებლობა ცხინვალის დაბომბვაზე ევროპის საბჭოს რეზოლუციაში თბილისს ააღებინეს.
„ გაღმა შეედავე და გამოღმა ვეღარ შეგრჩებაო, ეს ომისა და ღალატის პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას" ეხება. უსამშობლონი სწორედ "ნაცები" არიან, რომლებისთვისაც:
- 2008-ში, უგუნურობით შემოუძღვნენ რუს ოკუპანტებს საქართველოში და შემდეგ პასუხისმგებლობა ცხინვალის დაბომბვაზე ევროპის საბჭოს რეზოლუციაში თბილისს ააღებინეს;
- დაკარგული სოფლები მხოლოდ ქვების გროვაა;
- ბრძოლის ველზე მიტოვებული გმირი ჯარისკაცები და მათი ცხედრები არაფერს ნიშნავს;
- ათასობით ჩვენს თანამემამულეთა დატერორება, წამება და ღირსების აყრა უმნიშვნელო შეცდომაა;
- ხელისუფლებაში მობრუნება ნებისმიერ ფასად, მათ შორის ქვეყნის არევით და ომის გაჩაღებით.
რეალობა კი ისაა, რომ ავთენტიკური უსამშობლოები თავად ნაცრეჟიმის ექს-ჩინოსნები არიან. მათთვის სამშობლო კი არაა მთავარი, არამედ სამთავრობო ადგილების მოპოვება და ფუფუნებაში ცხოვრება თანამოქალაქეთა ჩაგვრის გზით. ვეღარ მოესწრებიან, რაც არ უნდა რესურსები აამოქმედონ, მათ შორის უცხოეთიდან“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.