პაატა მანჯგალაძე „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე:  მადლობა ღმერთს ტერორისტულ სახელმწიფოდ არ გამოაცხადეს აშშ

პაატა მანჯგალაძე „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე: მადლობა ღმერთს ტერორისტულ სახელმწიფოდ არ გამოაცხადეს აშშ

მადლობა ღმერთს ტერორისტულ სახელმწიფოდ არ გამოაცხადეს აშშ. გუშინ იყო შინდისის გმირების გახსენების დღე და ამის ნაცვლად, ეს ვირეშმაკები შემოიფარგლნენ ანტიამერიკული განცხადებებით - როცა ამერიკასთან აფუჭებ ურთიერთობას, ვისი იმედი გაქვს, პუტინის კეთილმოწყალების იმედად ტოვებენ საქართველოს?! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატებს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა საქართველოს, არამედ რუსეთის სამსახურში.

"ყველგან სადაც ჩართულია ანტიამერიკული ისტერია, ამის უკან დგას რუსეთი. მათი განცხადებები არის რუსული საინფორმაციო დივერსია, სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ამ მავნებლობაში არიან ჩართულები. ამერიკასთან დაკავშირებით ამ განცხადებამ სირიელი დიქტატორის ასადის განცხადება გამახსენა, ასევე მადუროს და ბელარუსის ლიდერის განცხადებები. მგონი, აშშ-ის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ცოტა დააკლდა, მაგრამ ალბათ აქამდეც მივალთ. თავმოყვარე ქვეყანაში დიდი ხნის წინ გაუშვებდნენ მათ პოლიტიკურ სანაგვეში", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის ქმედებები საქართველოში აშშ- ის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ რევილუციური სცენარის განხორციელება სამი წლის წინ დაიწყო და ყველას კარგად ახსოვს, "საელჩომ ხელისუფლებას ხელი როგორ ამოუგრიხა 2020 წელს და როგორ აიძულა ოქრუაშვილის და რურუას გათავისულფება".ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის საელჩო " რევოლუციის მოწყობას და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას ეცდება".

trampi არის არის
რააა ეჭვი გეპარებაააა
2 წლის უკან