ოლექსი დანილოვი: რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოხდეს

ოლექსი დანილოვი: რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოხდეს

„ის, რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოხდეს“, - ამ განცხადებით ზაპოროჟიეში შექმნილ ვითარებას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, მთელი ევროპა საფრთხის ქვეშ დადგება.

„მიუღებელია სიტუაცია, როდესაც რუსმა ტერორისტებმა იარაღით დაიპყრეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და პირობებს გვკარნახობენ. რუსმა ტერორისტებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აიღეს ატომური ობიექტი და პარალელურად, თავადვე იწვევენ გაეროს უშიშროების საბჭოს. მსოფლიო თავდაყირა დადგა. მსოფლიო დღეს სულ სხვა გახდა, არ ესმის, რა ხდება. ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, მთელი ევროპა საფრთხის ქვეშ დადგება. ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა მოსთხოვოს რუსეთისგან - უკრაინის ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს“, - აღნიშნავს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.