გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ, რა თქმა უნდა, მათ ამ ქვეყანაში უბედურების დატრიალებას უკვეთავენ

გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ, რა თქმა უნდა, მათ ამ ქვეყანაში უბედურების დატრიალებას უკვეთავენ

ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ, რა თქმა უნდა, მათ ამ ქვეყანაში უბედურების დატრიალებას უკვეთავენ, - აღნიშნული შეფასება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ვიდეომიმართვის კომენტირებისას გააკეთა.

„მოუსმინო ამ ადამიანს და დაიჯერო, რასაც ის ქადაგებს, არამხოლოდ პოლიტიკური გემოვნების საკითხი, არამედ მორალისა და ზნეობის საკითხია. ასეთი ბინძური ადამიანების მუქარა, შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. ვინ არიან ეს ადამიანები და რას ქადაგებენ ისინი?! - ემზადებიან ე.წ. ცხელი შემოდგომისთვის, რომელიც უკვე რიგით მერამდენეა, სათვალავიც კი ამერია.

რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ. ამ ადამიანების ავ ზრახვებს აღსრულება არ უწერია. დიდი ხანია ქვეყანა იმ მდგომარეობიდან გამოვიდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ფერხულში ჩაბმულ ავაზაკ-კრიმინალებს ქვეყნის უკან დახევა და დამარცხება შეეძლოთ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

„გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან პროტესტი გაძლიერდება.