საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე, ოპოზიციის ბოიკოტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ცხელი გაზაფხულისა“ და „ცხელი შემოდგომის“ დაანონსებით, ხელისუფლების ოპონენტები მიზნებს ვერ მიაღწევენ.
„ზაფხულსა და ზამთარს ერჩიან. დანარჩენი, ყველა პერიოდთან დაკავშირებით, ყოველი წლის ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე გვესმის „ცხელი გაზაფხული“, „ცხელი შემოდგომა“. ასე იარეს დაახლოებით 10 წელიწადი. ასე თუ გააგრძელებენ, კიდევ დაახლოებით 10 წელიწადი ამ ვითარებაში იქნებიან და 10 წლისთავზეც, 2032 წელს, ალბათ, იგივე განცხადებებს მოვისმენთ. ხალხს ეს არ აინტერესებს, ხალხს არ აინტერესებს „ცხელი გაზაფხული“ და „ცხელი შემოდგომა“, ხალხს კონკრეტული საქმეების კეთება აინტერესებს, მათ შორის ა12 პუნქტზე მუშაობა, რისგანაც თავს იკავებენ“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ქართული ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის პარალიზებისთვის ემზადება და კანონის ჩარჩოებიდან გასვლასაც აანონსებენ. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, რადიკალები რევოლუციურ სცენარებს ამუშავებენ. მმართველ გუნდში რევოლუციაზე მეოცნებეებს ურჩევენ, რეალობას დაუბრუნდნენ და 2024 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ.