„ხალხის ძალა“: საელჩომ ზუსტად იცის, რომ ივანიშვილი თავის გავლენას ხელისუფლების სამართავად ან გასაკონტროლებლად არ იყენებს

„ხალხის ძალა“: საელჩომ ზუსტად იცის, რომ ივანიშვილი თავის გავლენას ხელისუფლების სამართავად ან გასაკონტროლებლად არ იყენებს

საელჩომ ზუსტად იცის, რომ ივანიშვილი თავის გავლენას ხელისუფლების სამართავად ან გასაკონტროლებლად არ იყენებს, - ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილს მართვა რომ ნდომოდა, ვერც პოლიტიკიდან გასვლას აიძულებდა ვინმე და ვერც პოლიტიკაში დაბრუნებას დაუშლიდა.

„ბიძინა ივანიშვილი რომ საქართველოში გავლენიანი ფიგურაა, ეს სრულიად საქართველომ ელჩის უთქმელადაც იცის. მან ეს გავლენა თავისი ცხოვრების წესითა და ქვეყნისა და ხალხისთვის გაკეთებული მრავალი საქმით შექმნა, რითაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. საელჩომ ზუსტად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის რესურსს ხალხს სიყვარულით ახმარს და გავლენას ხელისუფლების სამართავად ან გასაკონტროლებლად არ იყენებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს რომ ასე არ იყოს, საელჩოს ე.წ. არაფორმალური მმართველობის არაერთი მტკიცებულება ექნებოდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს.