ანრი ოხანაშვილი: საზოგადოება ხედავს, ვინ აკეთებს საქმეს, ვინ გეგმავს ჩვენი ქვეყნის მომავალს ჩვენი საზოგადოების შესაბამისად

ანრი ოხანაშვილი: საზოგადოება ხედავს, ვინ აკეთებს საქმეს, ვინ გეგმავს ჩვენი ქვეყნის მომავალს ჩვენი საზოგადოების შესაბამისად

ევროპული დავალების შესრულების პარალელურად, მმართველი პარტია, ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს.

ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი რომ ევროპული მომავლის შეფერხებას უკავშირდება, ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლები, დღეს კიდევ ერთხელ საუბრობენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, მიუხედავად ოპოზიციის ნაწილის მცდელობისა, საქართველო რეკომენდაციას შეასრულებს და ისტორიულ არჩევანს, კიდევ უფრო მიუახლოვდება.

„ჩვენი საზოგადოებისთვის აღარაფერს ნიშნავს რადიკალური ოპოზიციისა და ამ ჯგუფების ასეთი რადიკალური განცხადებები და არავითარი შინაარსობრივი დატვირთვა არ აქვს. საზოგადოება ხედავს, ვინ აკეთებს საქმეს, ვინ გეგმავს ჩვენი ქვეყნის მომავალს ჩვენი საზოგადოების შესაბამისად და ვინ არის აქ შემაფერხებელი მუხრუჭი, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესი და სწრაფვა ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპულ სტრუქტურებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.