ხატია დეკანოიძე: ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება ქართული პოლიტიკიდან წარმოუდგენელია

ხატია დეკანოიძე: ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება ქართული პოლიტიკიდან წარმოუდგენელია

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია.

„ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან და საქართველოს პოლიტიკისგან, უბრალოდ წარმოუდგენელია. მხოლოდ მისი სოციალური ქსელიდან, სტატუსებიდან და ა.შ. ან რამდენიმე ადვოკატის განცხადებიდან არ ვიმსჯელებდი. წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან. ის არის ფაქტორი, მას აქვს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა, ის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ჩვენ, როგორც პარტიას, მის მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც არამხოლოდ პარტიულად ვართ დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, არამედ მასთან ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი გვაქვს წლების განმავლობაში, არავითარი განცხადება პირადი კონტაქტის საფუძველზე არ მოგვისმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნა ხდება ერთმანეთისგან მისი სურვილის შესაბამისად. ეს არ ყოფილა განხილვის თემა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

amo "მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან და საქართველოს პოლიტიკისგან, უბრალოდ წარმოუდგენელია. " მ ე ო რ ე ნაწილში გეთანხმებით, პირველის კი რა მოგახსენოთ, თვითონ გამიჯნა.
2 წლის უკან