დავით უსუფაშვილი: მითები, რომ ხელისუფლებას „ომის მოსურნე ოპოზიცია ხელს უშლის“, უნდა დაიმსხვრეს - ხალხმა უნდა დაინახოს, სად მიჰყავს ქვეყანა „ოცნებას“, ეს არის გამოსავალი

დავით უსუფაშვილი: მითები, რომ ხელისუფლებას „ომის მოსურნე ოპოზიცია ხელს უშლის“, უნდა დაიმსხვრეს - ხალხმა უნდა დაინახოს, სად მიჰყავს ქვეყანა „ოცნებას“, ეს არის გამოსავალი

მითები, რომ „ქართული ოცნება“ „სათანადოს“ აკეთებს, მაგრამ „ომის მოსურნე ევროპამ არ ჩაგვითვალა რაღაცები“, რომ „ომის მოსურნე ოპოზიცია ხელს უშლის“, უნდა დაიმსხვრეს - ხალხმა უნდა დაინახოს, სად მიჰყავს ქვეყანა „ოცნებას“, ეს არის გამოსავალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, თუ არ დაინახავს, რომ კარგავს ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც ევროპა მეტად უნდა, ვიდრე ივანიშვილი.

„ქართული ოცნება“ მიიღებს თუ არა სათანადო გადაწყვეტილებებს და გაატარებს თუ არა რეფორმებს? - არა, თუ მან არ დაინახა, რომ არშესრულება ძალიან ძვირი უჯდება, ამას იმ შემთხვევაში დაინახავს, თუ დაინახავს, რომ კარგავს იმ ამომრჩეველს, რომელსაც ევროპა მეტად უნდა, ვიდრე ივანიშვილი. ასეთი ამომრჩეველი „ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი. საჭიროა ოპოზიციამ და ყველამ ქართველ ხალხს და განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკუთარი პროპაგანდით ატყუებს, რომ „სათანადოს“ აკეთებს, მაგრამ „ომის მოსურნე ევროპამ არ ჩაგვითვალა რაღაცები“, რომ „ომის მოსურნე ოპოზიცია ხელს უშლის“, ეს მითები უნდა დაიმსხვრეს საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც ევროპა, თავისუფლება, თავიანთი შვილების უკეთესი მომავალი გაცილებით მეტი უღირს, ვიდრე „ოცნების“ რომელიმე ლიდერის კეთილდღეობა. ხალხმა უნდა დაინახოს, სად მიჰყავს ქვეყანა „ოცნებას“ და ეს არის გამოსავალი,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის ნაწილი ცალკე მუშაობს, ეს არ ნიშნავს, რომ პარალელურ პროცესებს აქვს ადგილი, რადგან ყველა პროექტის განხილვა საპარლამენტო პროცესში - კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მოხდება და სწორედ კომიტეტებია ის ადგილ,ი სადაც შესაძლებელია სხვადასხვა აზრზე მსჯელობა და შეჯერება.

„სამუშაო პროცესი მიდის ისე, როგორც მიდის, საპარლამენტო პროცესი წავა ისე, როგორც პარლამენტშია დაგეგმილი. თემა: ვინ რომელ ჯგუფშია, მიესვლება თუ არ მიესვლება, არის აბსოლუტურად არალევანტური თემა. საპარლამენტო პროცესში, საკომიტეტო და პლენარული სხდომების პროცესში მოხდება ყველა პროექტის განხილვა,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.