ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდზე: ისინი მზად არიან შეცვალონ ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია

ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდზე: ისინი მზად არიან შეცვალონ ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია

ისინი [მმართველი გუნდი] მზად არიან შეცვალონ ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია და მოიცავს თავმჯდომარის ხმებით დანიშვნას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„მმართველი ძალის ინტერესშია არა საარჩევნო რეფორმა, როგორც ამას ევროკავშირის რეკომენდაციები გვეუბნება, არამედ არჩევნების ოლიგარქიული სისტემის ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად გამოყენება“, - აღნიშნავს დეკანოიძე.

დღესვე ამ განცხადებას „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ. მათი განმარტებით, ეს ინფორმაცია სიცრუეა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი არ იცვლება.