ანრი ოხანაშვილი: კონკრეტულმა ტელევიზიებმა არასაარჩევნო პერიოდში ეთერში განათავსეს პოლიტიკური საარჩევნო რეკლამა

ანრი ოხანაშვილი: კონკრეტულმა ტელევიზიებმა არასაარჩევნო პერიოდში ეთერში განათავსეს პოლიტიკური საარჩევნო რეკლამა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონკრეტულმა ტელევიზიებმა, მაშინ, როდესაც არ არის წინასაარჩევნო პერიოდი, ეთერში განათავსეს პოლიტიკური საარჩევნო რეკლამა.

„ეს წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. შესაბამისად, ჩვენ შევიტანეთ კომისიაში საჩივარი, რათა მათ გამოიტანონ გადაწყვეტილება და ყველამ პატივი სცეს კანონს. რადიკალური ჯგუფები კი ამბობენ, რომ მათ კანონდარღვევის უფლება უნდა ჰქონდეთ. უკაცრავად, მაგრამ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონს აქვს ძალა“, - აცხადებს ოხანაშვილი.

„შინ ევროპისკენ“ - იყო თუ არა ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსის და დაირღვა თუ არა კანონი ამ კლიპის ეთერში გაშვებით - მმართველმა პარტიამ კომუნიკაციების კომისიას სამი ტელევიზიის - „მთავარ არხის“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულის“ წინააღმდეგ კონკრეტული სარჩელით მიმართა, რათა შეისწავლონ ვიდეორგოლის შინაარსი და მისი ეთერში განთავსების კანონთან შესაბამისობა. საუბარია ვიდეორგოლზე, რომელიც 23 და 24 ივნისს ცალკეული ტელევიზიების ეთერით გადაიცა.