სეულში, ბოლო 8 ათწლეულის ყველაზე ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

სეულში, ბოლო 8 ათწლეულის ყველაზე ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი, დაშავდა, - ამის შესახებ BBC წერს.

ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა დატბორა გზები, მეტროსადგურები, გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა სეულსა და მის მეზობელ პროვინციებში.

სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში, ბოლო 80 წლის განმავლობაში, ნალექის ყველაზე დიდი მაჩვენებელი აღრიცხეს.

სინოპტიკოსების თქმით, წვიმა, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.