“ეხლა წავა ბიძინა ოქტომბერში მერე ნახეთ რაც მოგივათ”(VIDEO)

“ეხლა წავა ბიძინა ოქტომბერში მერე ნახეთ რაც მოგივათ”(VIDEO)

23 ივნისს გორში წერეთლის ქუჩაზე ქართლის ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ინიციატორი შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი იყო. ორგანიზაციებას კი სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზურაბ ჩხეიძე და მისი თანამშრომლები უწევდნენ.

Qartli.gE-ს წარმომადგენლები ღონისძიების მიმდინარეობას საინტერესო დისკუსიას წააწყდნენ. ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა კოალიცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელს ბიძინა ივანიშვილის, 7 ნოემბრის, კოალიცია ,ქართული ოცნების” და სამეგრელოში აღმოჩენილი ფარული ვიდეოჩანაწერებით სავსე კასრების შესახებ კამათი გაუმართეს:

,,მერე რა რომ ბოჩკები აღმოაჩინეს… კიდევ ოთხი ბოჩკა უპოვიათ, რა ბოჩკები ვჭამოთ?! ნაციონალური მოძრაობა რომ არ ყოფილიყო, იქნებოდით ეხლა რუსების უ—-ში.” – ეუბნებოდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები გორში მცხოვრებ ტიტე ფიცხელაურს, რომელიც ამჟამად მუნიციპალიტეტის თანამშრომელია.

ტიტე ფიცხელაურის თქმით, ის თბილისში 7 ნოემბერსაც იმყოფებოდა: ,,გახსოვთ, 7 ნოემბერს წყლის ჭავლის წინ რომ ვდაგავარ ხელებგაშლილი? ეგ პიროვნება მე ვარ. აი, ის ადამიანი ვარ” – უთხრა ტიტე ფიცხელაურმა თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს.

,,აა, 7 ნოემბერს იქ იყავი?! ჰოდა, მე დაგარბიე, მე გცემე, ღირსი იყავი. ეხლა წავა ბიძინა ოქტომბერში, მიშაც წავა და ნაციონალები ისევ მოვლენ. მერე ნახეთ რაც მოგივათ.” – ასეთი დისკუსია მიმდინარეობდა მათ შორის. ეს სიტყვები ფიცხელაურს კარინა გრიგორიანმა უთხრა, რომელიც პოლიციის კაპიტნად შსს-ში 2013 წლის 16 იანვრამდე მუშაობდა. 16 იანვარს ის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.