„იქნებ ჩვენზე ჭორაობის მადა გაუქრეს“, - გოგა ხაინდრავა ამერიკელ გენერალ ჰოჯესზე

„იქნებ ჩვენზე ჭორაობის მადა გაუქრეს“, - გოგა ხაინდრავა ამერიკელ გენერალ ჰოჯესზე

ამერიკის შეერთებული შტატების თადარიგის გენერლის, ბენ ჰოჯესის განცხადებას, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა  სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმიანება:

„გენერალ ჰოჯესს ვურჩევდი მოიკითხოს, რამდენად იდენტურია ამერიკელი ხალხის აზრი, მისი და მისი კოლეგების აზრთან, ავღანეთში მათი 20-წლიანი მოღვაწეობის შედეგების შესახებ. ერაყზე და სირიაზეც დაინტერესდეს. იქნებ ჩვენზე ჭორაობის მადა გაუქრეს.“

ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის აზრი იდენტური არ არის. გენერალი ჰოჯესი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ჩამოყალიბდნენ როგორი ურთიერთობა სურთ დასავლეთთან.