ანტონიო გუტერეში: ატომურ სადგურზე ნებისმიერი თავდასხმა თვითმკვლელობაა

ანტონიო გუტერეში: ატომურ სადგურზე ნებისმიერი თავდასხმა თვითმკვლელობაა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მკვლევარებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე წვდომა უნდა მიეცეთ, რათა მისი მდგომარეობა შეისწავლონ.

„ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა”, - თქვა გუტერეშმა იაპონიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ესაჭიროება სადგურზე წვდომა. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს IAEA-ს ყველა ძალისხმევაში, რათა შეიქმნას ქარხნის სტაბილიზაციის პირობები,” - თქვა გუტერეშმა.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს სდებენ ბრალს.