ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას ომისკენ უბიძგოს

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას ომისკენ უბიძგოს

ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას ომისკენ უბიძგოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, ამ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას უბიძგოს ომისკენ, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, იყვნენ ფხიზლად და ფრთხილად იმისთვის, რომ არავითარი აგრესია და ინციდენტები არ იყოს დაშვებული. რა თქმა უნდა რისკები არის, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ამ კუთხით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.